ჩვენს შესახებ
ლუქსიუმი არის პირველი ციფრული ვალუტა, რომლის გამოშვების ფასი დაფუძნებულია ფიბონაჩის კანონზომიერებაზე (ოქროს კვეთის ალგორითმზე). ეს მოდელი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და პროგნოზირებად ფასწარმოქმნის პროცესს, რომელიც ეფუძნება ალგორითმს და არა სპეკულაციას. ლუქსიუმი მიზნად ისახავს ინფლაციის გავლენის შემცირებას და ქმნის სისტემას, სადაც ფასი განისაზღვრება წინასწარ გაწერილი ლოგიკით — მხოლოდ მოთხოვნის ზრდის შესაბამისად. ამ მიდგომით ლუქსიუმი ხელს უწყობს ფასის ფორმირების სამართლიანობასა და ბაზრის მანიპულაციების შემცირებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და გამჭვირვალე ეკოსისტემას.
თვითმართული, დეცენტრალიზებული ფასწარმოქმნა
ტრადიციული კრიპტოვალუტები მაღალი მერყეობით გამოირჩევა, ხოლო ფიატის (ქაღალდის) ფული მუდმივად განიცდის ინფლაციის ზეწოლას. ლუქსიუმი ნერგავს სრულიად ახალ მიდგომას, მისი ფასის ფორმირება ეფუძნება ფიბონაჩის უნიკალურ ალგორითმს, რომელიც ქმნის სტრუქტურულად პროგნოზირებად, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ ფასწარმოქმნის სისტემას.
ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის ახალი ეპოქა
ლუქსიუმი არის გლობალური ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ალგორითმულ ვალუტას და რეალური ეკონომიკის პროექტებს.
პლატფორმის შემოსავლის ნაწილი მიმართულია ეკოსისტემის გაძლიერებაზე, მათ შორის უძრავი ქონებისა და სტრატეგიული ბიზნესების განვითარებაზე მსოფლიოს წამყვან ლოკაციებში.
ჩვენი მიზანია ფინანსური სისტემის მოდერნიზაცია და საზოგადოების რეალური გაძლიერება ტექნოლოგიის საშუალებით. ლუქსიუმი არის ინოვაციური გზა სამართლიანი და გამჭვირვალე ფინანსური მომავლისკენ.
AI დაცვა
ThriveFlow AI პლატფორმა უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს ლუქსიუმის ეკოსისტემას, მინიმუმამდე ამცირებს ბაზრის მანიპულაციის რისკებს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.
DAO დეცენტრალიზებული პირდაპირი დემოკრატია
DAO მმართველობა ყველა ლუქსიუმის მფლობელს აძლევს ძალას და პასუხისმგებლობას მიიღოს გადაწყვეტილებები. თქვენ განსაზღვრავთ, რომელ ქვეყნებში გაიხსნება ლუქსიუმის ოფისები, რომელი უძრავი ქონება და ბიზნესი დაემატება ჩვენს პორტფელს და როგორ განვითარდება პროექტი გლობალურად. ეს არის ფინანსური თავისუფლების ახალი ეტაპი – ძალაუფლება ხალხს.
ხელშეუხებელი საკუთრება
ლუქსიუმის Web3 ტექნოლოგია უზრუნველყოფს თქვენს აქტივებზე სრულ კონტროლს – ვერავინ დაგიყადაღებთ, ვერავინ შეზღუდავს და ვერავინ წაგართმევთ თქვენს საკუთრებას. ყველა ფინანსური ოპერაცია და მონაცემი დაცულია ბლოკჩეინზე, გამორიცხავს ცენტრალიზებული სისტემების ჩარევას და შეზღუდვებს. ეს არის მომავლის ფინანსური სისტემა, გამჭვირვალე, დაცული და შეუჩერებელი!
პრივილეგია საქართველოს მოქალაქეებისთვის
ლუქსიუმის საწყისი გაშვება (Crowd Funding და შემდგომ pre-ICO) ექსკლუზიურად საქართველოში გაიმართება, რაც საქართველოს მოქალაქეებს უნიკალურ შანსს აძლევს გახდნენ ლუქსიუმის პირველი მფლობელები გლობალურ გაფართოებამდე.
შემოუერთდი რევოლუციას!
ლუქსიუმის ფლობა არ ნიშნავს მხოლოდ ციფრულ აქტივს ან ეკონომიკურ ინსტრუმენტს, ეს არის მონაწილეობა ახალ ფინანსურ ფილოსოფიაში, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობასა და სამართლიან სისტემას. ლუქსიუმი არის ინიციატივა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას გახდე უფრო დამოუკიდებელი, იფიქრო თავისუფლად და მიიღო მონაწილეობა სისტემაში, სადაც ადამიანები ქმნიან წესებს, ხოლო ტექნოლოგია უზრუნველყოფს სამართლიანობას.
ჩვენი გუნდი
გიორგი გაგნიძე
დამფუძნებელი და აღმ. დირექტორი
ლევან ბოძაშვილი
გლობალური სტრატეგიის მრჩეველი
დავით მკრტიჩიანი
ტექნიკური დირექტორი
მეჰმეთ თექბაში
ფინანსური დირექტორი
დავით ქოჩიაშვილი
მთავარი ტექნოლოგიური მრჩეველი
ბოლო სიახლეები
თეთრი ფურცელი
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ლუქსიუმი წარმოადგენს მასშტაბურ ფინანსურ ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს კომერციულად და სამართლებრივად სენსიტიურ ინფორმაციას. ამ ეტაპზე თეთრი ფურცელი (White Paper) არ ქვეყნდება საჯაროდ, რათა დავიცვათ პროექტის უნიკალურობა, ტექნოლოგიური უსაფრთხოება და სტრატეგიული ინტერესები. დოკუმენტის სრული ვერსია ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ლუქსიუმის ბლოკჩეინი ოფიციალურად გაეშვება ონლაინ და საჭირო სამართლებრივი პროცედურები დასრულდება.





